ყოველ დღე დილით - დილის ლოცვის შემდეგ და საღამოს - საღამოს ლოცვის შემდეგ, გარდა პარასკევი საღამოსი, შაბათ დილისა, შაბათ საღამოსი და კვირა დილისა, უნდა წავიკითხოთ ეფრემ ასურის ლოცვა.
ეფრემ ასურის ლოცვა
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილვეობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე
/სრულდება დიდი მეტანია, ანუ მუხლმოდრეკით თაყვანისცემა ღვთისა/
ხოლო სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა
/დიდი მეტანია/
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ
/დიდი მეტანია/
ღმერთო, მილხინე მე ცოდვილდა ამას და შემიწყალე
/ითქმის სამგზის, თითო თქმაზე სრულდება თითო მცირე მეტანია, ანუ თავის დახრითა და წელში მოხრით თაყვანისცემა ღვთისა/
ბოლოს ლოცვას მთლიანად ვიტყვით თავიდან და დავასრულებთ
დიდი მეტანიით